ჩვენს შესახებ
ქალაქში, რომელშიც მზის სხივი ყველას თანაბრად ათბობს, ინდივიდუალიზმი ყოველთვის ატყვევებს მზერას.
glance. — ახალი ისტორიის დასაწყისი.
პრემიუმ ხარისხი,ახალი ხედვა,ახალი საზოგადოება.
Glance-ბრენდი, რომელიც დაიბადა იდეით:”ვიზუალი ადამიანს არა მხოლოდ წარმოაჩენს, არამედ ცვლის”.პრემიუმ ხარისხის ბრენდი, შექმნილი მათთვის, ვისთვისაც სტილი და დახვეწილობა მნიშვნელოვანია.
ჩვენი მიზანია გავაერთიანოთ საზოგადოება, რომლის წევრებს ექნებათ წვდომა განსაკუთრებულ პროდუქტებზე, სეზონის სიახლეებსა და დახურულ ღონისძიებებზე, რომლებიც მათ ცხოვრებას უფრო საინტერესოსა და გამორჩეულს გახდის.
ჩვენი ახალგაზრდა და ამბიციური გუნდი ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის,რომ ბაზარს მიაწოდოს ის რაც მას ყველაზე მეტად აკლია:უმაღლესი ხარისხის დახვეწილი და გამორჩეული პროდუქტი.
ჩვენი ხედვა გრძელვადიანია! შევქმნათ ბრენდი, რომელიც დაიმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ბაზარზე და ქართული პრემიუმ ხარისხის სტილის სიმბოლოდ იქცევა.
